მიმდინარეობს ვებ გვერდის განახლება

ჩვენ შესახებ

მარბი ლოჯიკი – ეს არის ინტერნეტ მომსახურება კომპანიებისთვის რომელებიც საჭიროებენ სატრანსპორტო ლოგისტიკურ მომსახურებას სხვადასხვა ტიპის გადაზიდვების სახით ნებისმიერი მიმართულებით. ელექტრონული სისტემის საშუალებით კომპანიებს საშუალება მიეცემათ გამარტივებულ რეჟიმში და მოკლე დროში მიიღონ შესაბამისი სატრანსპორტო მომსახურება მოთხოვნის ტენდერში განთავსების გზით, რაც პროცესს ხდის გამჭვირვალეს, ზოგავს სატრანსპორტო ხარჯებს და მნიშვნელოვნად ზრდის ეფექტურობას.

გამჭვირვალე
მარტივი
თანამედროვე

ჩვენი მოდულები

1. სატენდერო მოდული - სატენდერო მომსახურება უზრუნველყოფს თქვენი სატენდერო წინადადების განთავსებას ჩვენს სისტემაში და ტენდერის მიმდინარეობის მონიტორინგს.
2. სატრანსპორტო მოდული - სატრანსპორტო მომსახურება უზრუნველყოფს მომსახურების შემკვეთ კომპანიასა და მის მიერ შერჩეულ პარტნიორს შორის შეთანხმების საფუძველზე გათვალისწინებული ყველა პუნქტის სწორად და ეფექტურად შესრულების მონიტორინგს.
3. სადაზღვევო მომსახურეობა - ტვირთის დაზღვევა – ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენი ტვირთების დაზღვევას თქვენსავე მოთხოვნის საფუძველზე.
4. ლოგისტიკის სპეციალისტი - ლოგისტიკის კვალიფიციური სპეციალისტი გაგიწევთ დამატებით მომსახურებას ტრანსპორტირების ოპტიმალური პირობების შერჩევის მხრივ, როგორც ცალკეული გადაზიდვის, ასევე ნებისმიერი პროექტის შემთხვევაში.

შთაბეჭდილებების წიგნი

დამატებითი სერვისები

გარდა ლოგისტიკური პლატფორმისა, მარბი გთავაზობთ დამატებით სერვისებს

არასტანდარტული სტატისტიკა
საიტზე შეგიძლიათ იხილოთ ორი სახის სტატისტიკა: სტანდარტული და არასტანდარტული. სტანდარტული სტატისტიკა მოიცავს დასრულებული ტენდერის მსვლელობისა და საბოლოო შედეგის სრულ ანალიზს. არასტანდარტული სტატისტიკა იქმნება ხელით, დაგროვილი ინფორმაციის საფუძველზე. სტატისტიკა ყალიბდება თითოეული KPI-ს მიხედვით.
ლოგისტიკის სპეციალისტი
გულისხმობს კვალიფიციური ლოგისტიკის სპეციალისტის მიერ, თქვენივე მოთხოვნის საფუძველზე ტრანსპორტირების ოპტიმალური პირობების განსაზღვრის მიზნით,გადაზიდვის მარშრუტის, ტვირთის ტიპის, ტემპერატურული რეჟიმის,კონსოლიდაციის სახეობის შერჩევას, ოპტიმიზაციის გეგმის დამუშავებას და აღნიშნულის ტენდერის სახით განთავსებას სისტემაში.
ტვირთის დაზღვევა
ტვირთის დაზღვევა – ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენი ტვირთის დაზღვევას თქვენივე მოთხოვნის საფუძველზე. დაზღვევის ღირებულება განისაზღვრება ტვირთის საინვოისო ღირებულებით და შეადგენს მის 0,08%ს. სადაზღვევო მომსახურება თქვენთვის უფრო კომფორტული და ხელმისაწვდომი რომ გავხადოთ, თქვენ მოგემსახურებათ მარბის სადაზღვევო-სააგენტო მომსახურების ოპერატორი.

სიახლეები

ლოგისტიკური პლატფორმა მარბი მუდმივად მოგაწვდით თქვენთვის საიტერესო სიახლეებს

იხილეთ ყველა სიახლე
ტვირთმფლობელი
სატრანსპორტო
ტენდერი
გაცემული თანხა ₾

დაგვიკავშირდით

მისამართი
ბელიაშვილის ქ. #145 0154, თბილისი, საქართველო
საკონტაქტო ინფორმაცია
E-mail: info@marbi.ge Phone: 577 255 255

თქვენი სახელი *

თქვენი ელ. ფოსტა *

სათაური

თქვენი შეტყობინება